en
ge

სამართლიანი არჩევნები: ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები

თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს მთელ საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა. „სამართლიანი არჩევნების" სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 800 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან.
„არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები" დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში. „სამართლიანმა არჩევნებმა" მიიღო ინფორმაცია მისი დამკვირვებლების 99.0%-ისგან.
წარმოგიდგენთ 7 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მონაცემებს PVT-ის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი უბნების 99.0%-დან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ყოველი შედეგისთვის ცდომილების ზღვარი მითითებულია ცხრილში და ის გამოთვლილია 95%-იანი სანდოობის ინტერვალით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.isfed.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)