აჭარა. 29 ოქტომბერს, მოხალისე-რეპორტიორმა ხატია სიხარულიძემ პროექტის „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში” ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ოცნების ქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „რელიგიური მრავალფეროვნება”.
„მონაწილეებმა ისაუბრეს სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებებსა და დაწესებულებებზე, რომლებიც ქალაქ ბათუმშია. იხილეს ხატია სიხარულიძის მიერ მომზადებული სიუჟეტები თემაზე: „რელიგიური დაწესებულებები ბათუმში", რომელშიც ასახულია სად არის/იყო განთავსებული სხვადასხვა რელიგიური დაწესებულება ქალაქის ტერიტორიაზე და როგორია მათი დღევანდელი მდგომარეობა”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში