იმერეთი. 23-14 ოქტომბერს, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთი" ქუთაისის ოფისში ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა თემაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მართვა და განვითარება".
ტრენინგს დევნილთა თემში მცხოვრები ლიდერი-ახალგაზრდები ესწრებოდნენ და მას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ტრენერები სოფიო კუპატაძე და გია ჭუმბურიძე უძღვებოდნენ.
„ტრენინგები მოიცავდა შემდეგ თემებს: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის არსი, ჩამოყალიბება და დარეგისტრირება; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებისა და თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები; კერძო და საერთო საკუთრება; საერთო საკუთრების მოვლა და განვითარება; ანგარიშვალდებულობა და გამჭირვალობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფინანსები, მცირე ბიზნესის მართვა და სხვა," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში