თბილისი. 1 ნოემბერს, გაიმართა შეხვედრა სახელწოდებით „მდგრადი განვითარების გამყარება კანონის უზენაესობის მეშვეობით", რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ. მათ ისაუბრეს „რეგულირების გავლენის შეფასებაზე" მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის კონტექსტში.
„დისკუსია შეეხო ზოგადად 2030 წლის დღის წესრიგს და კონკრეტულად რეგულირების გავლენის შეფასებას, როგორც პოლიტიკის შემუშავების პროცესის გასაუმჯობესებელ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს არასამთავრობო ორგანიზაციების ხელში.”
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში