თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ავრცელებენ მორიგ განცხადებას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
„2018 წლის 2 ნოემბერს, საქართველოს პატრიარქთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მმართველმა გუნდმა გაასაჯაროვა გადაწყვეტილება კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის შესახებ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასევე პრინციპული გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც ჩარჩოში მოაქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას ნარკოტიკული პოლიტიკის სფეროში”, - ვკითხულობთ განცხადებაში, - „პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგისთვის დამაზიანებელია".
წყარო: emc.org.ge