2 ნოემბერს, ნიუ-იორკში ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისების მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა, რომელსაც ამერიკაში მცხოვრები ქართველები და ამერიკელები ესწრებოდნენ.
„კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ამერიკაში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსებმა და მათმა მეგობრებმა. შესრულდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. გამოიფინა და გაიყიდა მხატვარ ეთერი ჭკადუას ნახატებით დაპრინტული ნივთები, ასევე დიზაინერ ლაკო ბუკიას მიერ დამზადებული ნივთები.
სათემო ფსიქიატრიული მომსახურების მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მკურნალობა და რეაბილიტაცია ჰოსპიტალს გარეთ, ბინაზე. ეს მოდელი საქართველოში 2013 წელს ამერიკული ორგანიზაციის „ადამიანები ეხმარებიან ადამიანებს" და ქართველი ემიგრანტი ფსიქიატრების მონდომებით და ღია საზოგადოების მხარდაჭერით დაინერგა", ნათქვამია ღია საზოგადოების ფონდის ვებგვერდზე,
წყარო: www.osgf.ge