en
ge

საია: სიძულვილის ენა და სხვა ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობა საარჩევნო პროცესში

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე პერიოდს აკვირდება და რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს გამოჰყოფს.
„ამ პერიოდში იკვეთება როგორც უკანონო აგიტაციის შემთხვევები, რა დროსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები/მოქალაქეობის არმქონე პირები აქტიურად მონაწილეობენ კამპანიაში, ასევე კვლავ გრძელდება საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერების მიერ სიძულვილის ენის ტირაჟირება", - აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, - „საია მოუწოდებს:
საარჩევნო სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს - კანონმდებლობასთან შესაბამისობაში წარმართონ საარჩევნო კამპანია და საკუთარ გამოსვლებში აღკვეთონ სიძულვილის ენის შემცველი ან ძალადობრივი, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების შემცველი განცხადებები; საარჩევნო ადმინისტრაციას - შეისწავლოს უკანონო აგიტაციის ფაქტები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)