გურია. 2-4 ნოემბერს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ოფისში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: რთული ქცევის მართვის სტრატეგიები.
„ტრენინგს ესწრებოდნენ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" პარტნიორი საბავშვო ბაღების მასწავლებლები და ფსიქოლოგები (დაბა ლაითურის #1 და #2 , დაბა ნასაკირალის, შრომის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საბავშვო ბაღები). განხილული იყო ბავშვის საჭიროებები, აღზრდის სტილი, მოტორული და კოგნიტური განვითარების საკითხები, ასევე ბავშვის ფსიქოსოციალური და მორალური განვითარება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში