თბილისი. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია მთავრობასა და ეროვნულ ბანკს ხუთ რეკომენდაციას სთავაზობს.
„ბოლო პერიოდში ლარის კურსის ვარდნამ დოლართან მიმართებაში საგანგაშო ნიშნულს მიაღწია, რისთვისაც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა მთავრობას და ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, რომ ლარის გაუფასურების შესაჩერებლად დროული და სწრაფი ღონისძიებები გაატაროს. სებ-ის მიერ დაწესებული რეგულაციების მიუხედავად, ეკონომიკის დოლარიზაცია კვლავ მაღალ ნიშნულზეა, რაც მნიშნელოვანი პრობლემების გამომწვევია ეკონომიკაში და ამცირებს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: afba.ge