აჭარა. 9 ნოემბერს, ორგანიზაციის მოხალისეებმა, ლაშა შაინიძემ და ჯიმი გორგილაძემ ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგი ჩაატარეს თემაზე: მრავალფეროვნების სახეები.
„მრავალფეროვნება არსებობს მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება და თემი, ყველა უმცირესობათა ჯგუფი სამართლიანად მონაწილეობს ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ეხება ამ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს რელიგიურ, ეთნიკურ და ეროვნულ მრავალფეროვნებაზე, ასევე რატომ არის მნიშვნელოვანი ერთმანეთის პატივისცემა, ურთიერთგაგება და მშვიდობიანი თანაცხოვრება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში