თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.
„პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს უცნობი პირები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის” აღნიშნული ფაქტი მიუღებელია. ამ შემთხვევაში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსგავსი ქმედებები სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს და, საჭიროებისამებრ, პასუხისმგებლობაში მისცეს ყველა პირი.
ვფიქრობთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის რაც არ უნდა მაღალი იყოს კონკურენცია, აუცილებელია, რომ პოლიტიკური მეტოქეობა დარჩეს კანონისა და ეთიკის ფარგლებში. მოვუწოდებთ ყველა კანდიდატისა და პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერს, თავი შეიკავონ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მუქარისა და არაეთიკური ქცევისგან", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში