თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც ქვიარ ფორუმის ფარგლებში მომზადდა.
„პაოლა ბაჩეტა კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში გენდერისა და ქალთა კვლევების დეპატრამენტში პროფესორი და პედაგოგიკის ვიცე-თავმჯდომარეა. ბაჩეტა მრავალწლიანი აქტივისტია ფერადკანიან ლესბოსურ და ქვიარ, ფემინისტურ, ანტი-რასისტულ, დეკოლონიურ, ომის საწინააღმდეგო, ანტი-ოკუპაციური და მემარჯვენე რადიკალიზმის წინააღმდეგ არსებულ მოძრაობებში აშშ-ში, საფრანგეთში, ინდოეთსა და იტალიაში. ის 1970-იანი წლების ცნობილი Dyketactics-ის აქტივისტური ჯგუფის წევრია. ასევე, ერთ-ერთი იმ ექვსი Dyketactics-იდან, რომელთაც აშშ-ს ისტორიაში პირველი სასამართლო დავა წამოიწყო ქვიარების წინააღმდეგ მიმართული პოლიციის ბრუტალურობის წინააღმდეგ ("Dyketactics! Vs. The City of Philadelphia”). აღნიშნული მოვლენიდან ცოტა ხანში, შავკანიანთა განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ასატა შაკურის მხარდაჭერის აქტივობებში ჩართულობისთვის მცდარად იქნა გასამართლებული, ხოლო მოგვიანებით ევროპაში განდევნილი. როგორც დევნის პროცესში, ისე მოგვიანებით ის მუდმივად იყო სოციალურ აქტივიზმში ჩართული”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge