en
ge

მოსახლეობის ფორუმი ქუთაისში

იმერეთი. ქუთაისში, 20 მარტს მოსახლეობის ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. პროექტის მიზანს ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეების  აქტიურ ჩართულობას წარმოადგენს. შეხვედრაზე სამუშაო ფორმატი განიხილეს, თუ როგორ უნდა იმუშაონ  ფორუმში მონაწილეებმა და  რა სახის პრობლემებზე უნდა მოახდინონ რეაგირება. გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიმართულებები: საცხოვრებელი გარემო, განათლება, ეკონომიკა, კულტურა, ქალაქის იერსახე, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება და სხვა. ეს ის ჩამონათვალია, სადაც ქუთაისის მოსახლეობის ფორუმსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის  პასუხისმგებლობის გადანაწილება და ურთიერთთანამშრომლობა შედგება. შეხვედრა, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ხორციელდება,  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)