თბილისი. თბილისში იურიდიული დახმარების შესახებ მესამე საერთაშორისო კონფერენცია (ILAC 2018) მიმდინარეობს. კონფერენცია გუშინ გაიხსნა და სამი დღის განმავლობაში იმუშავებს. კონფერენცია, რომელშიც 60 ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს - პარლამენტების, მთავრობების, მართლმსაჯულების სისტემის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, უფლებადამცველები, პრაქტიკოსი იურისტები და ექსპერტები.
კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ იმ შესაძლებლობებს და ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს იურიდიული დახმარების ეფექტური და ინსტიტუციურად გამართული სისტემების შექმნას. ეს უმნიშვნელოვანესია საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სოციალური მდგომარეობისა თუ სხვა ბარიერის გამო, ხშირადხელი არ მიუწვდება კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებაზე, მათ შორის, სასამართლოში წარმომადგენლობაზე ადვოკატის მეშვეობით.
წყარო: http://www.osgf.ge