თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, მთავარმა პროკურატურამ უნდა გამოიძიოს მთავარი პროკურორის სავარაუდო მონაწილეობა ბიზნესმენის ქონების იძულებით დათმობის პროცესში.
„მათ შორის, მნიშვნელოვანია, მთავარმა პროკურატურამ გამოკვეთოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის პასუხისმგებლობა როგორც უშუალოდ დავით ადეიშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში, ისე შემდგომში ამ დანაშაულის გამოძიების გაჭიანურებაზე.
ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს დავით ადეიშვილის სამართლებრივ ინტერესებს. დავით ადეიშვილი იყო შპს „ლეონის" 50% წილის მფლობელი და ამავე კომპანიის დირექტორი," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში