თბილისი. EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, Tbilisi Architecture Biennial/თბილისის არქიტექტურის ბიენალე ინდიგო • Indigo-სთან და Artarea/Tv2.0 -თან ერთად ახორციელებს პროექტს ქალაქი ახლოდან.
„პროექტის ფარგლებში ხდება ქ. თბილისის სხვადასხვა საკითხის კვლევა (რეკრეაციული ზონების რეგულაციები, სამშენებლო საქმიანობის რეგულაციები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკა და სხვ.) და შედეგების გაცნობა როგორც საზოგადოებისთვის, ასევე გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: სოციალური ქსელი