en
ge

განცხადება წინასაარჩევნო კამპანიაში გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებზე

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი განცხადებას ავრცელებს წინასაარჩევნო კამპანიაში გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებზე.
„აღსანიშნავია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში ხასიათდება განსაკუთრებით დაბალი პოლიტიკური კულტურით, რაც გამოიხატება, ერთი მხრივ, საკითხებზე არაორიენტირებული კამპანიებითა და, მეორე მხრივ, პირადი ხასიათის თავდასხმებით.
მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხაზგასმით კი მმართველ პოლიტიკურ ძალას ,,ქართულ ოცნებას’’, გამოიჩინოს მეტი გენდერული მგრძნობელობა, არ წარმოაჩინოს სალომე ზურაბიშვილი მსხვერპლად, კაცებთან შედარებით სუსტ პოლიტიკოსად და არ გაამყაროს გენდერული სტერეოტიპი ქალი პოლიტიკოსების მიმართ. მსგავსი რიტორიკა აზიანებს ზოგადად საარჩევნო გარემოს და კიდევ უფრო აფერხებს ქალების პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას,” ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023