თბილისი. „არა-ფობიას!" მიხეილ სააკაშვილის მიერ, "რუსთავი 2”-თან ინტერვიუში, „ქართული ოცნების" სავარაუდო პიარსპეციალისტის, მოშე კლუგჰაპტის „ვიღაც ებრაელ აფერისტ მოშედ” მოხსენიებას ეხმაურება.
„სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას” წევრი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ 2018 წლის 18 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ ანტისემიტისტურ განცხადებაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მას და სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, კონკრეტული ჯგუფების შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ტერმინებით მოხსენიებისა და სტერეოტიპების გავრცელებისგან", - აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო: gyla.ge