თბილისი. სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერიაში" საერთაშორისო კონფერენცია - „თბილისის მედიაციის დღეები 2018" მიმდინარეობს.
ღონისძიებას ესწრება ასზე მეტი მონაწილე - მედიაციის წამყვანი ექსპერტები და პრაქტიკოსები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ჰოლანდიიდან, ისლანდიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ავსტრიიდან. კონფერენციაში მონაწილეობენ: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, საქართველოში გაეროს ხელმძღვანელი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ბრიტანეთის საელჩოს პირველი პოლიტიკური მდივანი, ევროკავშირის მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში