en
ge

სადაზღვევო პოლისებით მოსარგებლე პაციენტების სამედიცინო მომსახურების კვლევა

სამეგრელო.სადაზღვევო პოლისებით მოსარგებლე პაციენტების სამედიცინო მომსახურების ხარისხზე ისაუბრეს, 21 მარტს, ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.
შეხვედრის ორგანიზატორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰანგის" ხელმძღვანელმა რუსლან საჯაიამ განაცხადა, რომ მისი ორგანიზაციის მიერ გამოკითხული პაციენტების ის ნაწილი, რომლებიც სადაზღვევო პოლისებით სარგებლობენ სამედიცინო მომსახურების ხარისხით უკმაყოფილონი არიან. „პაციენტები ამბობენ, რომ  სამედიცინო დაწესებულებებში მათ პრობლემებს უქმნიან. ხშირ შემთხვევაში ეს სამედიცინო პერსონალის დაბნეულობით აიხსნება. გარდა ამისა, სამედიცინო დაწესებულებებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის არ არის კარგი კომუნიკაცია, რის გამოც საბოლოდ პაციენტი ზარალდება",– განაცხადა რუსლან საჯაიამ
მისივე თქმით, არასმთავრობო ორგანიზაცია მომავალ შეხვედრას სადაზღვევო კომპანიების წამრომადგენლებთან გამართავს. ასოციაცია „ჰანგი" სადაზღვევო პოლისებით მოსარგებლე პაციენტთა ადვოკატირების პროექტს 2012 წლის მაისიდან ახორციელებს ჩეხური ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში" მხარდაჭერით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)