en
ge

ვითარება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ

თბილისი. 21 ნოემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში მიმოხილულია 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი.
„მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემო, პირველ ტურთან შედარებით, კიდევ უფრო მკვეთრი პოლარიზებით და ნეგატიური კამპანიით ხასიათდება. პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში გაზრდილია აგრესიული რიტორიკა. პირველი ტურის დასრულებისთანავე, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა შემაშფოთებელი განცხადებები და პროგნოზები ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომისა და შესაძლო დესტაბილიზაციის საფრთხეების შესახებ. მოგვიანებით, სიცოცხლის ხელყოფის მუქარის შემცველი გზავნილების მიღების შესახებ განაცხადა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმმა კანდიდატმა. პირველ და მეორე ტურებს შორის მედია მკვეთრად პოლარიზებულია. მეორე ტურის დასაწყისში ტელეკომპანია იმედმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ „საგანგებო რეჟიმში" გადასვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2" მკვეთრად გამოხატავს ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერას", ვკითხულობთ ანგარიშში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)