თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC), თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის ინტერვიუსთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის, ირაკლი ჩიმაკაძის მიერ ,,კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, განუხრელად დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციური პრინციპი და აღნიშნულ საქმეზე საკუთარი საქმიანობა და კომუნიკაცია კანონის და ადამიანის უფლებების ჩარჩოში მოაქციოს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი