თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" (TI) მოამზადა ბლოგი, რომელშიც მოცემულია პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შეფასება, საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების მიმართულებით.
„საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი, რომლის მომზადება, ერთი მხრივ, განაპირობა საკონსტიტუციო ცვლილებებმა, ხოლო, მეორე მხრივ, რეგლამენტის დახვეწის, გაუმჯობესებისა და პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების საჭიროებამ. ახალი რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული სიახლეები შეეხება როგორც საკანონმდებლო პროცესს, ისე - პარლამენტის მხრიდან ზედამხედველობის განხორციელებას, საკანონმდებლო
ორგანოს ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საკითხებს", - აღნიშნულია ბლოგში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი