თბილისი. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH) და ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRIDC) განცხადება გაავრცელეს. ისინი
მოუწოდებენ „საქართველოს ხელისუფლებას: შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის იმ პოლიტპატიმართა საქმეებს, რომლებმაც სასჯელი სრულიად მოიხადეს, ან გათავისუფლდნენ „ამინისტიის შესახებ" კანონის ამოქმედებამდე,
განაგრძოს სავარაუდოდ პოლიტიკური პატიმრების საქმეების გამოძიება, განაგრძოს მართლმსაჯულების რეფორმა, რათა თავიდან იქნას აცილებული პოლიტიკური პატიმრობა მომავალში, სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ საქართველოს მიერ რატიფიცირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონალურ ინსტრუმენტებთან, კერძოდ, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან", ნათქვამია
განცხადებაში.
წყარო: npo.ge