თბილისი. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI), „ღია საზოგადოების ფონდის" მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „სასწავლო მიგრაციის სფეროში რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა სტრატეგიული სამართალწარმოების გზით".
პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიცაა საქართველოში რასისტული და ქსენოფობიური განწყობების შემცირება უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების მიმართ და სტრატეგიული სამართალწარმოების გზით კანონმდებლობისა და პრაქტიკის ცვლილების ხელშეწყობა, სამართლებრივი გზამკვლევი მომზადდა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში