თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში" (ISFED ) ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს უმასპინძლეს. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ISFED-ის, ასევე, სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს სადამკვირვებლო მისიის, პოლარიზებული საარჩევნო გარემოსა და მისი გამოწვევების, აგრესიული წინასაარჩევნო რიტორიკის, სოციალური მედიით დისკრედიტაციის, ამომრჩეველზე ზეწოლა/მუქარის, ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის, სამოქალაქო სექტორზე თავდასხმისა და სხვა საკითხების შესახებ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში