აჭარა. 25 ნოემბერს, ბენდი „ერთად" ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ე.წ „ოცნების ქალაქის" 25-ე ბატალიონის დასახლებაში ეთნოკულტურული კომპოზიციით წარსდგა საზოგადოების წინაშე.
„მიმდინარე წელს აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მუსიკალური პერფორმანსის მე-9 შეხვედრაა. აქტივობა პროექტის „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში" ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია აჭარაში მცხოვრები ეთნიკური/ეროვნული, რელიგიური უმცირესობების ინტეგრაცია ქართულ სოციუმში და ბენდის მიერ შექმნილი ეთნოკულტურული კომპოზიციის პოპულარიზაცია," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში