en
ge

მივმართავთ მთავრობას გამართოს ბავშვთა მიმართ ძალადობის რეფერირების სისტემა

თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) მიმართავს მთავრობას გამართოს ბავშვთა მიმართ ძალადობის რეფერირების სისტემა.
„საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის შეფასების კუთხით ჩატარებულ კვლევებში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გამართოს ძალადობაზე რეაგირებისა და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების სარეაბილიტაციო მომსახურებები, გაზარდოს რაოდენობა და გააძლიეროს ძალადობის საკითხებზე მომუშავე ადამიანური რესურსი და აამაღლოს ცნობიერება საზოგადოებაში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით 10 წლის განმავლობაში გატარდა რიგი ღონისძიებები (2010 წლის ბრძანება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის და რეფერირების შესახებ და 2016 წლის საქართველოს მთავრობის დადგენილება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე), არსებული საკითხი კვლავ დიდ გამოწვევად რჩება," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: phrgeorgia.wordpress.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023