თბილისი. საქართველოს იურისტთა ასოციაციამ თბილისის მერს ღია წერილით მიმართა.
საია თბილისის მერიაში 11 თებერვალს წარმოდგენილი განცხადებით მოთხოვნილი
საჯარო ინფორმაციის გაცემასა და ააიპ თბილისის განვითარების ფონდის
მისამართის მიწოდებას ითხოვს. „მიგვაჩნია, რომ იმ ფონზე, როდესაც საუბარია
კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თბილისის ბიუჯეტიდან გადარიცხული
ასეულობით მილიონი ლარის გაუმჭვირვალედ ხარჯვაზე და საზოგადოებისთვის დღემდე
უცნობია ფონდების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, თბილისის მერიაში
წარდგენილი ანგარიშები (მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშების გაცემის
ვალდებულება თბილისის მერიას სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული
გადაწყვეტილებით აქვს დაკისრებული), მერიის მიერ თბილისის განვითარების ფონდის
მისამართის არასწორი მითითება, მიუღებელია და კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს
ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ", ნათქვამია წერილში.
წყარო: gyla.ge