აჭარა. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" (EMC) საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბათომის" სახელით, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
EMC იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლის საფუძველზეც, მწვანე კონცხის მნიშვნელოვნად გამწვანებულ სივრცეში საკრებულომ 28-სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა დაუშვა. EMC -ის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საკრებულომ ქალაქგანვითარების პრინციპებისა და საჯარო ინტერესების უგულებელყოფით მიიღო.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი