თბილისი. საერთასორისო გამჭვირვალობა – საქართველომ თბილისის მერიის ვაუჩერის
რეკლამასთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელა. „მიგვაჩნია, რომ ეს ფაქტი შეიძლება აღქმულ იქნას ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივ გამოყენებად",
„ვიდეორგოლი ძალიან ჰგავს წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამას, სადაც მთავარი მოქმედი პირი ქალაქის მერია",
ნათქვამია განცხადებაში. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მიმართავს
საქართველოს კომუნიკაკიების ეროვნულ კომისიას, ყურადღება მიაქციოს პოლიტიკური
რეკლამის საკითხს და მიიღოს შესაბამისი ზომები, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს ეს შემთხვევა და მოახდინოს სათანადო რეაგირება.
წყარო: transparency.ge