თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს იურისტ, ნიკა სიმონიშვილის ბლოგპოსტს: ნებადართული, მაგრამ მაინც დასჯადი.
„კანონპროექტი გვეუბნება, რომ პირად სივრცეში მარიხუანას მოხმარება დასაშვებია, მაგრამ მოხმარებამდე მისასვლელი ყველა გზა - აკრძალული. კანონი არ უშვებს და ჯარიმაა გათვალისწინებული მარიხუანას კულტივაციისთვის, ასევე ადმინისტრაციული სანქციაა გათვალისწინებული მცირე ოდენობით მისი შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისთვის, ხოლო ამ ქმედებათა განმეორების შემთხვევაში, ქმედება დანაშაულად მიიჩნევა. უხეში პარალელი რომ გავავლოთ, ეს იგივეა, ვაზის მოყვანა, ღვინის დაწურვა ან საერთოდ მისი შეძენა რომ აგვიკრძალოს კანონმა, მაგრამ აქვე გვითხრას, ღვინო შეგიძლია დალიოვო. ამოცანა კი გვეკითხება, როგორ შევიდეთ წყალში ისე, რომ იქედან სველი არ გამოვიდეთ? პასუხი კი ერთია.. შემოთავაზებული რეგულაცია კანონიერ გზას არ უტოვებს პირს, მოიხმაროს ლეგალური პროდუქტი და დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.gyla.ge