თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) აქვეყნებს ვაჟა-ფშაველას: თიანურ ფელეტონს.
„იმ დალოცვილმა ღმერთმაც მოგვიძულა, არაფერი გასართობი, სასარგებლო, რასაკვირველია, არ მოგვცა და ჩვენც გიჟები ხომ არა ვართ, აუტკივარი თავი ავიტკიოთ და თუნდ მკვდარი სამკითხველო მაინც აღვადგინოთ. ერთად შევიყარნეთ ხოლმე, წავიკითხოთ, რომ ვსაჯოთ ჩვენი ყოფა-მდგომარეობა, ვიფიქროთ, გონებას მოუფინოთ რკინის ქარშიკები, ან კი რას ვამბობ! განა თქმისა და წერის მეტი - არაფერია საჭირო ? გვქონდა ხომ ერთ დროს სამკითხველო და უარვყავით, მაშასადამე, უვარგისი ყოფილა და უვარგისს უნდა ვერიდნეთ, როგორც წიდოვანი ფშავლის და ხევსურის დედაკაცები ერიდებიან წმინდა ადგილებს.
მაშასადამე ფიქრებო, ენა, გასწით იქ, სადაც ბინას იპოვნით, ჩვენ კი მოგვწყდით თავიდამ, ჩვენ ჩიტები ვართ უზრუნველნი,” ნათქვამია ფელეტონში.
წყარო: gdi.ge