კახეთი. სათემო კავშირ ,,ნუკრიანის", ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანას", ინგლისური ორგანიზაცია ოქსფამის და სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. სიღნაღელ და ახმეტელ ფერმერებს ჩაუტარდათ სემინარი თემაზე:რისკების შემცირება და ფერმის მართვის გაუმჯობესება მეცხოველეობაში. ,,ელკანას" და ოქსფამის ერთობლივი პროექტით სიღნაღელ და ახმეტელ ფერმერებს პირველად საქართველოში, სადაზღვევო კომპანიამ დაუზღვია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. ყველა დაზღვეულ ფერმერს გადაეცა სადაზღვევო პოლისი და საკვები ბიო დანამატები დაზღვეული პირუტყვისთვის.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში