en
ge

პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთათვის სტატუსის შეცვლა გაუმართლებელია

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთათვის სტატუსის შეცვლა გაუმართლებელია.
„10 დეკემბერს პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების გურამ მაჭარაშვილის და რატი იონათამიშვილის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სტატუსით შეცვლას. ამ ცვლილებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების გათავისუფლება მოხდება პრეზიდენტის ვადის გასვლისთანავე, ხოლო ახალი თანამშრომლების აყვანა შესაძლებელი იქნება უკონკურსოდ და მათი ხელშეკრულების ვადა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადაზე იქნება მიბმული. ამით ირღვევა როგორც ადმინისტრაციის თანამშრომელთა უფლებები, ასევე საფრთხე ექმნება საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელებას," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)