en
ge

სოფლის განვითარების ევროპულ ქსელებთან მჭიდრო თანამშრომლობა ყალიბდება

საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფები სოფლის განვითარების ევროპულ ქსელებთან მჭიდრო თანამშრომლობას აყალიბებენ. ევროკავშირის მხარდაჭერილმა ბორჯომის განვითარების ჯგუფის (LAG) და ENPARD-ის განმახორციელებელი ორგანიზაციის „მერსი ქორფსის" წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ავსტრიაში, ქალაქ ვენაში გამართულ LINC-ის (Leader Inspired Network Community) შეხვედრაში.
ღონისძიების მიზანი იყო განვლილი შეხვედრებიდან მიღებული გამოცდილების გაზიარება და LINC-ის მომავალი სემინარების უკეთ დაგეგმვა. LINC-ის ქსელის მონაწილეებმა განხორციელებული საერთაშორისო პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ LINC-ის პარტნიორი ორგანიზაციების და საქართველოში მოქმედი ადგილობრივი განვითარების ჯგუფების თანამშრომლობის შესაძლებლოლები განიხილეს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საქართველო ევროკავშირის მხოლოდ ასოცირებული წევრია, LINC-ის ორგანიზატორების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს LAG-ები LINC-ის მიერ ორგანიზებულ ყველა სამუშაო შეხვედრასა და კონფერენციაში ჩაერთვებიან.
სრულად 
წყარო: http://enpard.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)