თბილისი. 25 ოქტომბერს, ეროვნულმა არქივმა სოვლაბის მკვლევარს - ირაკლი ხვადაგიანს არ მისცა საშუალება გასცნობოდა საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა რეაბილიტაციის საქმეების კატალოგს.
„ეს დაახლოებით იგივეა, რომ ევროპის რომელიმე სახელმწიფომ მკვლევარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დოკუმენტების გაცნობის უფლება შეუზღუდოს მათი "პერსონალური ინფორმაციის" დაცვის საბაბით.
ეს მიდგომა არ წარმოადგენს ბიუროკრატიის და კონკრეტულად არქივის ახირებას - ეს არის ჩვენი სახელმწიფოს პასუხი უახლესი ისტორიის მკვლევრებს, რომ საბჭოთა ტერორის შესწავლა/ანალიზს კიდევ ათწლეულებით დაველოდოთ.
იუსტიციის სამინისტრო (რომლის განკარგულებაშიცაა ეროვნული არქივი) კატეგორიულ წინააღმდეგობას უწევს საქართველოს პარლამენტში დაყენებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ამ აბსურდული აკრძალვების მოხსნას ისახავს მიზნად," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში