თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა" საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო, აკადემიურ და სტუდენტურ საზოგადოებას სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლების საკითხზე, პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება გააცნო.
„ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ცვლილება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლს, რომელშიც დაზუსტებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ ფიზიკურ პირთა სახეები და მეორე ნაწილს უნდა დაემატოს დ) - ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „დ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, არაუმეტეს 25 წლისა, რომლის შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს".
წყარო: www.barristers.ge