თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ, განცხადებას ავრცელებს.
„გაცნობებთ, რომ მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებთან გასაუბრება გაიმართება სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით 18 დეკემბერს, ხოლო სისხლის სამართლის მიმართულებით - 19 დეკემბერს საიას სასემინარო დარბაზში, მის: ქ. თბილისი, ჯ. კახიძის ქ. N15. კონკურსის საბოლოო შედეგები განთავსდება საიას ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარე წლის 20 დეკემბერს".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი