en
ge

განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის არჩევის თაობაზე

თბილისი. „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" აუცილებლად მიიჩნევს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის შესარჩევი პროცესი კანონმდებლობით დარეგულირდეს.
„ახლად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ძალაში შევიდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს და მათ თანამდებობაზე უვადოდ აირჩევს საქართველოს პარლამენტი. იმავე წესით მოხდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა 10 წლის ვადით", - ვკითხულობთ კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „კოალიცია მიიჩნევს, რომ ორგანული კანონით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატის შერჩევისა და ნომინირების საკითხის დეტალურ მოწესრიგებამდე, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ არ განხორციელდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე. მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თავი შეიკავოს კანდიდატთა ნომინირებისაგან შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე".
სრულად 
წყარო: coalition.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)