თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC), გუშინ, კახეთში პრეზიდენტის ინაუგურაცის პარალელურად, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციის წარმომადგენლებს შორის მოხდარ ფიზიკური დაპირისპირებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„EMC-ის არ ჰქონდა შესაძლებლობა ადგილზე დაკვირვებოდა მოვლენების განვითარებას, მათ შორის, გადაემოწმებინა სხვადასხვა მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე. ინციდენტის სრულფასოვანი შეფასებისთვის საჭირო დეტალური და დაზუსტებული ფაქტობრივი გარემოებები ამ დროისთვის ასევე არ არის ხელმისაწვდომი", - აღნიშნულია განცხადებაში, - „მოვუწოდებთ მთავარ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება 16 დეკემბერს, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციის წარმომადგენლებს შორის მომხდარ ინციდენტზე, მათ შორის, დროულად და ობიექტურად გამოიძიოს: პოლიციის ქმედებების კანონიერება გადაადგილების და შეკრების თავისუფლებაში შესაძლო ჩარევის შესახებ; ასევე - აქციის მონაწილეთა და პოლიციელების მიერ მიღებული დაზიანებების საკითხი".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი