გურია. 17 დეკემბერს, ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით მულტიკულტურულ კაფე „რვას+1"-ში გაიმართა ივენთი: „ახალი წლის ტრადიციები ამერიკაში".
„ორგანიზაციის ამერიკელი მოხალისე სემ ფაზა დამსწრე აუდიტორიას თავისი ქვეყნის საახალწლო ტრადიციებზე ესაუბრა.
პრეზენტაციაში საინტერესოდ იყო წარმოდგენილი - თუ როგორ ხვდებიან ამერიკაში ახალ წელს, როგორ დეკორაციებს იყენებენ სხვადასხვა ქალაქში, რა კერძებს ამზადებენ ოჯახები, რა მუსიკას უსმენენ და რა ფილმებს უყურებენ ახალი წლის დღეებში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
შეხვედრის მეორე ნაწილში დამსწრე ახალგაზრდებმა მოხალისის მიერ მომზადებული ამერიკული კერძები დააგემოვნეს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში