en
ge

რელიგიური თანასწორობის ახალი საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოში

თბილისი. 14 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „რელიგიური თანასწორობის ახალი საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოში".
„შეხვედრის მიზანი იყო 2018 წლის 3 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რელიგიური გაერთიანებების ორი სარჩელის გაცნობა სტუდენტებისთვის. აღნიშნულ საქმეებზე მოსარჩელეების პოზიციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ნორმები არღვევდა კონსტიტუციის მე-14 მუხლს (თანასწორობის უფლება) და რელიგიური გაერთიანებებისთვის დისკრიმინაციულ გარემოს ქმნიდა.
მომხსენებლებმა ისაუბრეს ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოში განხილულ საქმეებზე რელიგიური თანასწორობის შესახებ. ასევე რელიგიის თავისუფლების შესახებ მოსალოდნელ საქმეებზე, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება უახლოეს პერიოდში განიხილოს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)