თბილისი. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით, პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი" (N4ED) ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნული კონფერენცია გაიმართა.
„ღონისძიების მონაწილეებმა საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნული კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ აღნიშნული პროგრამის მეშვეობით საფუძველი ჩაეყარა უპრეცედენტო პლატფორმის შექმნას, სადაც მუნიციპალიტეტებს საშუალება ეძლევათ წარმოადგინონ წარმატებული პროექტები და საკუთარი კარგი პრაქტიკა სხვა მუნიციპალიტეტებს გაუზიარონ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში