en
ge

„შემცირდა თუ გაიზარდა მინისტრების შემოსავალი საქართველოში?“

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა სტატია: „შემცირდა თუ გაიზარდა მინისტრების შემოსავალი საქართველოში?".
„საქართველოს პრემიერ მინისტრის N53 ბრძანებაზე  დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ამიერიდან საქართველოში მინისტრის ყოველთვიური დასაბეგრი შემოსავალი  განისაზღვრა  7875 ლარით (3540 ლარი ხელფასი და 4335 ლარი დანამატი). შესაბამისად, საპრემიო თანხების გარეშე, საქართველოს მთავრობის წევრის (მინისტრის) ერთი წლის შემოსავალი შეადგენს 94 500 ლარს (ხელზე 75 600 ლარს), ხოლო 19 მინისტრზე სახელფასო ფონდი განისაზღვრება 1 795 500 ლარით.  
2011 წელს მინისტრების საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისთვის მიღებული დასაბეგრი საშუალო შემოსავალი  (ხელფასი და პრემია) შეადგენდა 7 372 (ხელზე 5898) ლარს, რაც 503 ლარით ჩამოუვარდება 2013 წლიდან მინისტრის საშუალო ყოველთვიურ დასაბეგრ  შემოსავალს", – ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში .
სრულად
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)