თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" (EMC) წარმოადგინა ახალი კვლევა - „იდენტობის პრობლემატიკა ქვემო ქართლის აზერბაიჯანელებში და მისი პოლიტიკური და სოციალური განზომილებები".
„ჩატარებული პირველადი კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა თემში ეთნიკური და კულტურული იდენტობის პრობლემატიკის პირველადი შესწავლა, ასევე, იდენტობის კონსტრუირებასთან დაკავშირებული პოლიტიკური, სოციალური და კულტურული მიზეზების გამოვლენა. კვლევის ძირითადი კითხვები იყო: წარმოადგენს თუ არა იდენტობის „გამოღვიძება" პროცესს, რომელიც უშუალოდ ადგილობრივ თემში გაჩნდა? ასეთის შემთხვევაში, რა არის ამის გამომწვევი მიზეზები? რა ნარატივებს ეფუძნება ახალი იდენტობა? როგორი თვითაღქმა აქვთ ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერებაიჯანელებს? ასევე, კვლევის ნაწილს წარმოადგენდა იმ სოციო-კულტურული და პოლიტიკური მიზეზების იდენტიფიცირება, რომელიც ზეგავლენას ახდენს იდენტობის კონსტრუირების ან მისი რევიტალიზაციის პროცესზე", - ვკითხულობთ კვლევის შესავალ ნაწილში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი