თბილისი. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციის (GALAG) 20-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა ევროპული სოფლის განვითარების LEADER ასოციაციის (ELARD) მიერ ორგანიზებულ სამდღიან სამუშაო შეხვედრაში.
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი LAG-ებისთვის სოფლის განვითარების სფეროში ევროპული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, დახმარება შიდა და გარე საკომუნიკაციო გეგმების შემუშავებაში და საჭირო პარტნიორების მოძიებაში ადვოკატირებისა და დაფინანსების მოზიდვისთვის მყარი პლატფორმის შესაქმნელად, რჩევები თემატური სამუშაო ჯგუფების ჩამოსაყალიბებლად და, ასევე, GALAG-ის წევრებს შორის პასუხისმგებლობების გადანაწილების საკითხების განხილვა.
წყარო: http://enpard.ge