შიდა ქართლი. 18 დეკემბერს, გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან" არსებული გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის მოხალისეებისათვის ჩატარდა ბულინგის თემაზე ფილმის ჩვენება და დისკუსია.
„მოზარდებს აჩვენეს ფილმი „Ronan’s Escape”, რომელიც ბულინგს ეხებოდა. დისკუსიის მიზანი იყო ახალგაზრდები გაცნობოდნენ როგორც ბულინგის გამომწვევ მიზეზებს, ისე ძალადობის სახეებს, ტიპებსა და ფორმებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში