იმერეთი. „ახალგაზრდების ინფორმირებულობა საკუთარი აზრის გამოხატვისა და მოქმედებისათვის" (ART) პროექტის ფარგლებში 20–21 მარტს, ქუთაისის სახალხო დამცველის ოფისში ჩატარდა 2 დღიანი ტრენინგი „მოქალაქე და ადგილობრივი თვითმმართველობა". ტრენინგის თემატიკა იყო: ხელისუფლება და მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი, საქართველოს საბიუჯეტო სისტემა, ადგილობრივი ბიუჯეტების საბიუჯეტო ციკლი, მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივ დონეზე ბიუჯეტირების პროცესში, ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგის ფორმები და მეთოდები. ტრენინგის მოდული შემუშავებული იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა და ეკონომისტთა ასოციაციების მიერ და შესაბამისად მოიცავდა როგორც იურიდიულ-სამართლებრივ, ასევე ეკონომიკურ საკითხებს. ტრენინგის მიზანი იყო ახალგაზრდული საბჭოს მიერ შემუშავებული „ბიუჯეტის ადვოკატირების" პროექტის ფარგლებში საჭირო უნარ ჩვევების, ინფორმაციისა და ცოდნის მიღება, რათა მოხდეს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი ბიუჯეტის შემუშავებისა და მონიტორინგის პროცესში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში