იმერეთი. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, პროექტ „მოქალაქეთა ინიციატივა ანგარიშვალდებული თვითმმართველობისათვის" ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, ორგანიზაციის საპროექტო გუნდმა და ადგილობრივი მოსახლეობით დაკომპლექტებულმა საინიციატივო ჯგუფმა, სხვადასხვა ჩართულ მხარეს მუნიციპალიტეტში გამოკვეთილი პრობლემები წარუდგინეს და მათი მოგვარების ეფექტური გზები განსაზღვრეს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში